სკოტ ბესენტი - პრეზიდენტი ტრამპი პუტინს ნათლად განუცხადებს, რომ სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს აუხსნის, რომ სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.

სკოტ ბესენტის თქმით, თუ ალასკაზე დაგეგმილი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამიტი წარმატებული არ იქნება, მაშინ შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაიზარდოს.

„პრეზიდენტი პუტინს ნათლად განუცხადებს, რომ ყველა ვარიანტი განიხილება. სანქციები შეიძლება გაიზარდოს, შემცირდეს ან გარკვეული ვადები დაწესდეს“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.

ბესენტმა აღნიშნა, რომ „მეტი ზეწოლის ბერკეტის შექმნის მიზნით, სანქციებს ევროპელებიც უნდა შეუერთდნენ“.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა