დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის ონლაინ სამიტი დაიწყო

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შორის ონლაინ სამიტი მიმდინარეობს. ინფორმაციას CNN საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ასევე, მედიაში გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ფოტო, რომლებიც დღევანდელ შეხვედრას ესწრებიან. ისინი ერთად სხედან.

როგორც ცნობილია, ზელენსკი ბერლინში დილით ჩაფრინდა.

ასევე ონლაინ ფორმატში გასამართი შეხვედრის შესახებ გამოქვეყნდა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის და სხვა ევროპელი ლიდერების ფოტო.

მოლაპარაკებებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ჩაერთვება.

შეხვედრა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ალასკაში დაგეგმილი სამიტის წინ ტარდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს