ფრიდრიხ მერცი - ალასკაში ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული

ვირტუალური სამიტი, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რამდენიმე ევროპელი ლიდერი მონაწილეობდნენ, დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროპელები ყველაფერს აკეთებენ, რათა „დაეხმარონ დღის წესრიგის შემუშავებაში“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში შეხვედრისთვის.

ის იმედოვნებს, რომ ტრამპი სამიტზე წარმატებას მიაღწევს.

მერცი დასძენს, რომ ევროპელმა ლიდერებმა, აშშ-მა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ პარასკევის შეხვედრის პარამეტრებზე ისაუბრეს.

„ალასკაში ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა მერცმა პრესკონფერენციაზე.

ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებების შესახებ მერცმა ასევე დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა იცის, რომ მას შეუძლია დაეყრდნოს ევროპელ პარტნიორებს უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად.

მისივე თქმით, უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს.

გარდა ამისა, გერმანიის კანცლერი ხაზს უსვამს, რომ მოვლენების სწორი ქრონოლოგია უნდა იყოს: პირველ რიგში, უნდა შეთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტაზე, რასაც მოჰყვება კიდევ ერთი შეთანხმება გრძელვადიანი მშვიდობის შესახებ.

მერცი ასევე ხაზს უსვამს, რომ უნდა არსებობდეს უსაფრთხოების მყარი გარანტიები, უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემით.

ამასთან, მერცმა განაცხადა, რომ თუ რუსეთი მშვიდობისკენ არ წავა, მაშინ ევროპასა და აშშ-ს პუტინზე მეტი „ზეწოლა“ მოუწევთ.

„ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებთ“, - ამბობს მერცი და დასძენს, რომ ლიდერები ტრამპს პუტინთან შეხვედრის შემდეგ დაელაპარაკებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს