ანონსი  14 აგვისტო

14 აგვისტოს, 10:30 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი უპასუხებს.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4 სართული 5

14 აგვისტოს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14 აგვისტოს, 11:00 საათზე, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ შტაბში, კოალიციის გენერალური მდივნის ირაკლი კუპრაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „ოცნების“ ნარკოპოლიტიკა და მოჩვენებითი ბრძოლა ნარკოდილერებთან. სად არის რეალური პრობლემა და როგორ უნდა ებრძოლოს მას ხელისუფლება“.

14 აგვისტოს, 11:00 საათზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატი, პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი შარაშიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „ვაკის პარკის შადრევანი - „ოცნების“ პროპაგანდის მშვიდობის სიმბოლო თუ მკვლელი შადრევანი?“

მის: ვაკის პარკი(შადრევანი)

საკონტაქტო: ქეთი ხატიაშვილი - 599 472 211

14 აგვისტოს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული პოეტის, ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14 აგვისტოს, 13:00 საათზე, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ქეთი თურაზაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: „თბილისის მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტაცია ისევ ვერ დაასრულა. აშკარად იკვეთება კორუფციის ნიშნები“.

მის: ვაკის პარკი

საკონტაქტო გიგლა თუმანიშვილი 577118081

14 აგვისტოს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულ თეოდორე აბრამოვის სასამართლო პროცესი გაიმართება.

14 აგვისტოს, 14:15 საათზე, 20 დღიანი პატიმრობის შემდეგ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ წევრი ლევან ხორავა ფოთის იზოლატორს დატოვებს.

14 აგვისტოს, 17:00 საათზე, ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „15 აგვისტოდან, ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადადის - უქმდება ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრები და სერვისს, ყველა ბენეფიციარს, სახელმწიფო მიაწვდის“.

მის: აკაკი წერეთლის გამზირი #144

საკონტაქტო: ლილი ხმალაძე - 599 270 646

14 აგვისტოს, 20:00 საათზე, რვა ოპოზიციური პარტია აფხაზეთში ქართველების გენოციდზე (აფხაზეთში ომის დაწყების წლისთავთან დაკავშირებით) დისკუსიას გამართავს, ასევე, იქნება ნაჩვენები ფილმი აფხაზეთზე.

მის: გერონტი ქიქოძის 16

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება