ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა და უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის, რაზეც ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატო-ს პერსპექტივაზე - პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს

ტრამპსა და ყველა ევროპელ კოლეგას ვუთხარი, რომ პუტინი ბლეფობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპთან სატელეფონო საუბრამდე ის და ევროპელი ლიდერები 5 პრინციპზე შეთანხმდნენ:

უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა; უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უკრაინისთვის (რის მიმართაც, ზელენსკის თქმით, ტრამპმაც გამოხატა მხარდაჭერა და აშშ-ის მონაწილეობაზე გამოთქვა მზაობა); რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ნატოს პერსპექტივაზე; სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა; სანქციების არსებობა და გაძლიერება თუ რუსეთი ალასკაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება.

“შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ყველა ჩვენს ევროპელ კოლეგას ვუთხარი, რომ პუტინი ბლეფობს. ალასკაში შეხვედრამდე ის უკრაინული ფრონტის ყველა მიმართულებაზე ცდილობს ზეწოლას. რუსეთი, რისიც შეუძლია ყველაფრის და მთლიანად უკრაინის დაპყრობას ცდილობს. რა თქმა უნდა, ეს მათი სურვილია.

ასევე პუტინი ბლეფობს, თითქოს სანქციები მისთვის უმნიშვნელოა და ისინი არ მუშაობენ. რეალურად კი, სანქციები ძალიან გვეხმარება და ურტყამს რუსეთის სამხედრო ეკონომიკას…

კოლეგებს, შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ევროპელ მეგობრებს ვუთხარი, რომ პუტინს ნამდვილად არ სურს მშვიდობა, მას ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია სურს და ყველას გვესმის ეს - პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს. შემდგომი ზეწოლა გვჭირდება მშვიდობისთვის, არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ევროპული სანქციებიც”, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრესკონფერენციაზე, დონბასში მიწების დათმობის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი პოზიცია უცვლელი რჩება.

„უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლებელია ჩვენი კონსტიტუციისა და ჩვენი ხალხის ნების გათვალისწინების გარეშე“, - განაცხადა ზელენსკიმ დღეს პრესკონფერენციაზე და დასძინა:

„რაც შეეხება ჩვენს პრინციპებს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, საბოლოოდ, ლიდერების დონეზე გადაწყდება. უკრაინის გარეშე (მოლაპარაკებების მაგიდასთან) ამის მიღწევა შეუძლებელია....

ჩემი პოზიცია არ იცვლება“, - აღნიშნა ზელენსკიმ, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ მას „არ აქვს უფლება“, დათმოს თავისი ქვეყნის მიწები.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის