კირ სტარმერი - ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში უკრაინას უნდა ჰქონდეს მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად - ევროპა მზად არის მხარი დაუჭიროს

ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში უკრაინას უსაფრთხოების საიმედო გარანტიები უნდა ჰქონდეს თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

განცხადებას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ყველა ლიდერი შეთანხმდა, რომ ეს კვირა მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გახდეს უკრაინის მომავლისთვის. მათ მადლობა გადაუხადეს პრეზიდენტ ტრამპს მისი ძალისხმევებისთვის, პუტინი მაგიდასთან დასვას ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, რათა მიმდინარე სისხლისღვრა დასრულდეს.

პრემიერ-მინისტრმა ცხადად აღნიშნა, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია - საერთაშორისო საზღვრები არ უნდა იცვლებოდეს ძალის გამოყენებით და ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში უკრაინას უნდა ჰქონდეს მყარი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები თავისი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

ევროპა მზად არის ამას მხარი დაუჭიროს და პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან მუშაობას გააგრძელებს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს