ზვიად მაისაშვილი, რომელსაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სპეცრაზმის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

ზვიად მაისაშვილი, რომელსაც საპროტესტო აქციების მიმდინარეობის პერიოდში, რუსთაველის მეტროსთან სპეცრაზმის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

ზვიად მაისაშვილის დაზარალებულად ცნობის შესახებ ინფორმაციას პროკურატურაში ადასტურებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მაისაშვილის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ განუცხადა, მან შესაბამისი სტატუსი რამდენიმე კვირის წინ მიიღო.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მის ძმას, გიორგი მაისაშვილსაც მიანიჭა.

ზვიად მაისაშვილს სპეცრაზმის თანამშრომელი 2024 წლის 30 ნოემბერს რუსთაველის მეტროსთან ფიზიკურად გაუსწორდა. შესაბამისი კადრები სოციალურ მედიაში გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად სამართალდამცველი მოქალაქეს. მას ტვინის შერყევა დაუდგინდა და ცხვირი ჰქონდა გატეხილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა