დონალდ ტრამპი - თუ პირველი შეხვედრა კარგად ჩაივლის, სურვილი მექნება, დაუყოვნებლივ გავუწიოთ ორგანიზება პუტინისა და ზელენსკის შეხვედრას, მეც ვიქნები, თუ ენდომებათ - მასზე შესაძლოა, საკითხის სრულად მოგვარება მოხერხდეს

თუ პუტინთან შეხვედრა კარგად ჩაივლის, სურვილი მექნება, თითქმის დაუყოვნებლივ გავუწიოთ ორგანიზება ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრას. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააკეთა.

“თუ პირველი [შეხვედრა] კარგად ჩაივლის, მალევე მეორე გვექნება, სურვილი მექნება, რომ თითქმის დაუყოვნებლივ გავუწიოთ ორგანიზება - პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, და მეც ვიქნები, თუ ენდომებათ, რომ დავესწრო.

ეს იქნება შეხვედრა, რომელზეც, შესაძლოა, საკითხის სრულად მოგვარება მოხერხდეს… მაგრამ ზოგიერთი მნიშვნელოვანი რამ უკვე პირველ შეხვედრაზე შეიძლება იქნას მიღწეული.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, რომელიც საფუძველს მოამზადებს მეორე შეხვედრისთვის. თუმცა, მეორე შეხვედრა შეიძლება არ მოხდეს თუ ვიგრძნობ, რომ სათანადო არ არის მისი ჩატარება, ვინაიდან ის პასუხები არ მივიღეთ, რომლებიც უნდა მიგვეღო. ასეთ შემთხვევაში მეორე შეხვედრა არ იქნება”, - განაცხადა ტრამპმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია