გერმანია ნატო-ს ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას ითვალისწინებს, 500 მილიონ დოლარს გამოყოფს

გერმანია 500 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს ნატო-ს ინიციატივისთვის, რომელიც უკრაინისთვის ამერიკაში წარმოებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი იარაღით მომარაგებას ითვალისწინებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გერმანიის მთავრობამ ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ბერლინში ვიზიტისა და ევროპელი ლიდერებისა და შეერთებული შტატების მონაწილეობით მასშტაბური მოლაპარაკებების დროს გააკეთა.

ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ამჟამად გერმანია ევროპის ქვეყნებს შორის ლიდერია უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარების მოცულობის კუთხით.

ცნობისთვის, აშშ-მა და ნატო-მ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდების ახალი მექანიზმი - უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სია Priority Ukraine Requirements List (PURL) წამოიწყეს, რომელიც ალიანსის სხვა წევრების შენატანებიდან დაფინანსებას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს