ჰუმანიტარული ჯგუფები ისრაელს მოუწოდებენ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით მანიპულაცია შეწყვიტოს, ისრაელი კი დახმარების მიწოდებაზე შეზღუდვების არსებობას უარყოფს

ჰუმანიტარული ჯგუფები ისრაელს მოუწოდებენ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით მანიპულაცია შეწყვიტოს. ერთობლივ განცხადებას ხელს 100-ზე მეტი ორგანიზაცია აწერს. მათი თქმით, რეგიონში კრიზისი სულ უფრო მწვავდება და ათასობით ადამიანი შიმშილობს.

ჰუმანიტარული ჯგუფები, მათ შორის Oxfam და „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (MSF), აცხადებენ, რომ მათ სულ უფრო ხშირად ეუბნებიან, რომ „არ აქვთ უფლებამოსილება“ დახმარება მიაწოდონ პალესტინელებს, თუ ისინი ისრაელის მკაცრ რეგულაციებს არ დაიცავენ.

ისრაელი დახმარების მიწოდებაზე შეზღუდვების არსებობას უარყოფს და აცხადებს, რომ მარტში შემოღებული წესები უზრუნველყოფს, რომ ჰუმანიტარული დახმარების გადანაწილება ისრაელის „ეროვნული ინტერესების“ შესაბამისად განხორციელდეს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს