ნუ შეგეშინდებათ გინეკოლოგიური სიმსივნეების, გეშინოდეთ დაგვიანების

Acıbadem-ი წარმოადგენს გინეკოლოგიური სიმსივნეების მკურნალობის წამყვან ცენტრს, მათ შორის ისეთი დაავადებებისათვის როგორიცაა საშვილოსნოს, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ყელის კიბო. აქ თითოეული ქალი იღებს ინდივიდუალურად მის საჭიროებებსა და მდგომარეობაზე მორგებულ დანიშნულებას. Acıbadem-ის გინეკოლოგიურ ონკოლოგიაზე სპეციალიზებული ცენტრი საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც გინეკოლოგიური სიმსივნეების ყველა ფორმის მართვაში დიდი გამოცდილების მქონე დაწესებულება.

ბევრი ქალისთვის გინეკოლოგიური კიბოს დიაგნოზი ერთ-ერთი ყველაზე სტრესული გამოცდილებაა, რადგანაც დიაგნოზთან დაკავშირებული ბუნდოვანება გასამკლავებლად ადვილი ნამდვილად არ არის. ზოგადად ასეთ დროს, განსაკუთრებით კი უშუალოდ დიაგნოსტირების მომენტში, როგორც პაციენტებში, ისე მათ ახლობლებში ხშირია შფოთვა, უიმედობისა და ემოციური გამოფიტვის შეგრძნებები. თუმცა დღესდღეობით, უფრო ზუსტი გახდა ქურურგიული მეთოდები, ფართოდ ხელმისაწვდომია ისეთი სისტემური მკურნალობის ალტერნატივები, როგორიცაა ქიმიოთერაპია და იმუნოთერაპია, მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის რადიოთერაპიაში მიღწეული პროგრესიც, ამიტომაც უფრო იმედიანად უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე.

ქალებისთვის ორი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია არსებობს: პირველი - იცნობდეთ დაავადების საყურადღებო ნიშნებს, რადგან ადრეული დიაგნოზის დროს დაავადება გაცილებით უფრო მეტად ექვემდებარება მართვას, ხოლო სათანადო მკურნალობის პირობებში, რეციდივის რისკებიც მცირეა. მეორე - შეარჩიეთ დიდი გამოცდილების მქონე კლინიკა, რადგანაც დიაგნოზის შემდგომი მეთვალყურეობა და მკურნალობა მნიშვნელოვანია დადებითი შედეგების მისაღებად.

შეიძლება, თქვენი კიბო ისეთი საშიშიც არ იყოს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს

არსებობს გინეკოლოგიური კიბოს სხვადასხვა ტიპი, მათ შორის: საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების, ენდომეტრიუმის, ასევე შედარებით იშვიათი - საშოსა და ვულვის კიბო. ამ კიბოებს სტადია სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული აქვს და სტადიის შესაბამისად იცვლება მკურნალობის სტრატეგიაც და მოსალოდნელი შედეგებიც.

ამ ტიპებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც ხშირად თავიდან აცილებადია მანამდე, სანამ განვითარდება. მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზია HPV ინფექცია, რომლის წინააღმდეგაც არსებობს ვაქცინა, რომელიც დაახლოებით 90% შემთხვევაში იცავს საშვილოსნოს ყელის კიბოსგან. გარდა ამისა, პაპ-ტესტი შესაძლებელს ხდის დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, ხშირად ჯერ კიდევ წინასწარი კიბოს სტადიაზე, რაც საშუალებას იძლევა მკურნალობა დაიწყოს მანამდე, სანამ კიბო განვითარდება.

ენდომეტრიუმის კიბო ვითარდება საშვილოსნოს ლორწოვან შრეში. კარგი ამბავია ის, რომ ამ ტიპის კიბოს ხშირად ადრეულ სტადიაზე ახასიათებს სიმპტომები — უჩვეულო ვაგინალური სისხლდენა ან გამონადენი, მენჯის ტკივილი ან პოსტმენოპაუზური სისხლდენა. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, თითქმის 70% შემთხვევისა აღმოჩენილია ლოკალიზებულ სტადიაზე, რაც ზრდის წარმატებული მკურნალობისა და განკურნების შანსებს, ხშირად მხოლოდ ქირურგიული ჩარევით.

კიდევ ერთი ტიპია საკვერცხის კიბო, რომელსაც ამჟამად არ აქვს ეფექტური სკრინინგ ტესტი და ხშირად სიმპტომები არ აქვს მანამდე, სანამ ავადმყოფობა არ გახდება გვიანდელი სტადიის. სწორედ ამიტომ, რეგულარული ყოველწლიური შემოწმება აუცილებელია ყველა ქალისთვის, განსაკუთრებით 40 წლის ზემოთ.

მკურნალობის უახლესი სტრატეგიებით Acıbadem-ში ვამარცხებთ კიბოს

Acıbadem-ის გინეკოლოგიური ონკოლოგიის დეპარტამენტში გინეკოლოგიური კიბოს ყველა ტიპის მკურნალობაში დიდ გამოცდილებას ვფლობთ, ეს კი წარმატებული შედეგების შანსს ყველაზე რთულ შემთხვევებშიც კი ზრდის, ამასთანავე აუმჯობესებს რა პაციენტების ცხოვრების ხარისხს.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში, თუ ავადმყოფობა ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა, მკურნალობა შესაძლებელია შედარებით მარტივი პროცედურებით, როგორიცაა კონიზაცია ან ტრაქელექტომია, რაც შვილოსნობის შენარჩუნების საშუალებასაც იძლევა. უფრო გვიანი სტადიების დროს კი უკვე საჭირო ხდება რადიკალური ჰისტერექტომიის გამოყენება. დაავადების გავრცელების არეალების გათვალისწინებით, მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას ან ტარგეტირებულ თერაპიას.

ენდომეტრიუმის კიბო ხშირად დიაგნოსტირდება ადრეულ, ლოკალიზებულ სტადიაზე. ამ შემთხვევებში, ხშირად მხოლოდ ქირურგიული ჩარევაც საკმარისია. ადრეულ სტადიებზე ასევე შესაძლებელია შვილოსნობის შემანარჩუნებელი მეთოდების გამოყენებაც. უფრო რთულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებით ქიმიოთერაპიის, ჰორმონული თერაპიის ან სხივური თერაპიის გამოყენებაც.

საკვერცხის კიბოს ქირურგიული ოპერაციის მიზანია ორგანიზმიდან ყველა კიბოს უჯრედის ამოღება ისე, რომ ხილული სიმსივნე არ დარჩეს. ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტს ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპია სჭირდება. თუ კიბო სხვა ორგანოებსა და ქსოვილებზეა გავრცელებული, მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ქიმიოთერაპიას, ტარგეტირებულ თერაპიას და იშვიათ შემთხვევებში - სხივურ თერაპიასაც.

Acıbadem-ში უპირატესობას ვანიჭებთ ლაპაროსკოპიულ და რობოტიზებულ ქირურგიას

Acıbadem-ში გინეკოლოგიური კიბოს სამკურნალო ოპერაციების უმრავლესობა ღია განაკვეთის ნაცვლად ლაპაროსკოპიული ან რობოტიზებული მეთოდებით ტარდება. ეს მინიმალურად ინვაზიური მეთოდები გამოირჩევა უფრო მაღალი ხარისხის ქირურგიული სიზუსტით და უზრუნველყოფს პაციენტის სწრაფ გამოჯანმრთელებას, გართულებების ნაკლებ ალბათობას და გაუმჯობესებულ შედეგებს. Acıbadem-ის გინეკოლოგ-ონკოლოგები ამ მოწინავე მეთოდების არამხოლოდ პიონერები არიან, არამედ მათ მიერ უკვე ათასობით ოპერაციაა ჩატარებული გამორჩეული პროფესიონალიზმით.

კიბოს მკურნალობა კოორდინირებულად ერთ სივრცეში

გინეკოლოგიური კიბოს მკურნალობის პროვაიდერი Acıbadem Healthcare Group-ი, ლიდერი არა მხოლოდ თურქეთში, არამედ რეგიონშიც, უკვე 30 წელზე მეტია რაც ქალებს სთავაზობს სრულფასოვან და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მკურნალობას ყველა ტიპისა და სტადიის გინეკოლოგიური კიბოს სამკურნალოდ. ქირურგები, რადიაციული ონკოლოგები და სამედიცინო ონკოლოგები Acıbadem-ში ერთად მუშაობენ, რათა პაციენტმა სრულად ინტეგრირებული მკურნალობა მიიღოს და ერთად მივაღწიოთ საუკეთესო შედეგებს. ერთ სივრცეში სამკურნალოდ საჭირო ყველა აუცილებელი მიმართულების კოორდინაცია Acıbadem-ში მკურნალობას პაციენტისათვის ქმნის უზადო და მასზე ორიენტირებულ გამოცდილებას.

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ. 156, ტელ: 0422 223000

ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის ქ.2

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 60, ტელ: 0431 258500

ჯანმრთელობას გისურვებთ!

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო