Reuters - პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ექვსი პოლიციელი მოკლეს - თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამისტურ მებრძოლთა ჯგუფმა „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა“ აიღო

პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა ექვსი პოლიციელი მოკლეს.

Reuters-ის ინფორმაციით, შემთხვევა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ავღანეთის საზღვართან მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღითა და ყუმბარებით შეიარაღებულმა 8 პირმა პოლიციელებს ცეცხლი მოულოდნელად გაუხსნა.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა პაკისტანის ისლამისტურ მებრძოლთა ჯგუფმა „ტეჰრიკ-ე-თალიბან პაკისტანმა“ (TTP) აიღო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად 9 პირი დაშავდა. მათივე თქმით, ბოლო დროს შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ პაკისტანის პოლიციაზე თავდასხმის შემთხვევები გაიზარდა.

მურმან მარგველაშვილი - უნდა შევურიგდეთ იმას, რომ საბოლოო ჯამში, ყველაფერს მომხმარებელი ანაზღაურებს, ეს არის ბუნებრივი და სწორი მიდგომა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი