არჩილ გორდულაძე - ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, როგორიცაა, მაგალითად, ევროკავშირი, საერთოდ აღარ არის ევროპულობის ნასახიც კი

ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, როგორიცაა, მაგალითად, ევროკავშირი, საერთოდ აღარ არის ნასახიც კი ევროპულობის - ნებისმიერი განცხადება, რომელიც ერთმანეთთან საპირისპირო მხარეს დააყენებს ევროპას და რომელიმე კანონს, რომლის არსებობაც ჩვენი ქვეყნის იდენტობისთვის არის უმნიშვნელოვანესი, ჩანასახშივე ერთი დიდი ბლეფია, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატიის უდიდესი ნაწილი გავლენის ქვეშ არის მოქცეული და გადაწყვეტილებების მიღება „დიფ სთეითის“ დაკვეთით ხდება.

ამასთან, უმრავლესობის დეპუტატი აღნიშნავს, რომ ევროპელი სტრუქტურების მიმართ ქართველი ხალხის ნდობა იკლებს.

„სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, როგორიცაა, მაგალითად, ევროკავშირი, საერთოდ აღარ არის ნასახიც კი ევროპულობისა და იმ იდეალებისა, რომლის გარშემოც შეიქმნა ევროკავშირი. ვხედავთ, რომ ბიუროკრატიის უდიდესი ნაწილი პირდაპირ არის გავლენის ქვეშ და გადაწყვეტილებების მიღება ხდება ზუსტადაც რომ იმ გლობალური ძალების დაკვეთით, რომელსაც აქვს უდიდესი გავლენა და რომელსაც „დიფ სთეითს“, „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებთ ხოლმე. ქართველ ხალხს არჩევანი გაკეთებული აქვს და ნებისმიერი განცხადება, რომელიც ერთმანეთთან საპირისპირო მხარეს დააყენებს ევროპას, ევროპულობას, ევროკავშირს და რომელიმე კანონს, რომლის არსებობაც ჩვენი ქვეყნის იდენტობისთვის არის უმნიშვნელოვანესი, უკვე ჩანასახშივე არის ერთი დიდი ბლეფი და მიზნად ისახავს, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის განხორციელებას,“ - განაცხადა გორდულაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა