რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე - ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხი იქნება

ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კრიზისის მოგვარების საკითხი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.

„რაც შეეხება სამიტის დღის წესრიგს, ალბათ ყველასთვის ნათელია, რომ მთავარი თემა უკრაინის კრიზისის მოგვარება იქნება, მათ შორის იმ მოლაპარაკებების გათვალისწინებით, რომელიც კრემლში 6 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მონაწილეობით გაიმართა“, - განაცხადა იური უშაკოვმა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებს საქმიანი ხასიათი ექნება.

„რა თქმა უნდა, უფრო ფართო ამოცანებიც იქნება განხილული, რომლებიც მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებს შეეხება“, – აღნიშნა უშაკოვმა.

შეგახსენებთ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე, ქალაქ ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება.

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა