ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში Galt & Taggart-ი ჩაერთო

ბუნების დასაცავად და ცნობიერების ასამაღლებლად, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით ახალ კამპანიას ახორციელებს.

ინიციატივის მიზანია, გააერთიანოს დიდი ბრენდები და ორგანიზაციები, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა და ფრინველის სიმბოლოს იყენებენ რათა ერთად შეიტანონ საკუთარი წვლილი ბუნების დაცვის პროცესში.

ამჟამად საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში 9 ბრენდი მონაწილეობს, მათ შორის არის საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი.

Galt & Taggart-ი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებელს საბროკერო, კვლევითი და საინვესტიციო-საბანკო მომსახურებას სთავაზობს, რაც ეხმარება მათ, მიაღწიონ დასახულ მიზნებს. კომპანია მხარს უჭერს სტრატეგიულ და ინსტიტუციურ ინვესტორებს, რათა მათ აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

“ჩვენთვის, როგორც საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკისთვის, ბრენდის ღირებულება მხოლოდ რიცხვებით არ იზომება. საერთაშორისო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ კომპანიისადმი სანდოობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია იმ სიკეთეების გაზომვა, რომელსაც ორგანიზაცია ქმნის როგორც საზოგადოებისთვის, ასევე გარემოსთვის. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული დიდ ბრენდებსა და კომპანიებზე დაკისრებული სოციალური პასუხისმგებლობა. სწორედ ამიტომ, შევუერთდით საქართველოს ბანკისა და CNF-ის ინიციატივას, რომელიც ორგანიზაციებს მოუწოდებს, წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.

საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტორთა მოლოდინებსა და საბაზრო ტენდენციების გამოსახატად დამკვიდრებულია ხარისა და დათვის სახით ძლიერი ცხოველების სიმბოლური გამოყენება. Galt & Taggart-ის მიზანი კი იყო მსგავსი სიმბოლური დატვირთვის მქონედ რეგიონისათვის დამახასიათებელი ცხოველის გამოყენება. სწორედ ამიტომ, Galt and Taggart-მა მის ლოგოდ შეარჩია კავკასიის ენდემური და წითელ წიგნში შეტანილი სახეობა - კავკასიური ჯიხვი. ეს უნიკალური ცხოველი მისი სისწრაფით, მოძრაობის სიზუსტითა და სიმტკიცით ეხმიანება და გამოკვეთს Galt & Taggart-ის ღირებულებებსაც- კომპანიის პროფესიონალიზმს, სტაბილურობასა და განვითარებისკენ უწყვეტი სწრაფვას.

"გალტ & თაგარტი ლოგოში კავკასიურ ჯიხვს იყენებს - რაც საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანიაში ჩვენს ჩართულობას კიდევ უფრო მეტად სიმბოლურს ხდის. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, გავმხდარიყავით კიდევ ერთი გარემოსდაცვითი ინიციატივის ნაწილი და ჩვენი წვლილი შეგვეტანა ბუნების დაცვის პროცესში“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება