პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციისა და ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციისა და ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე -2 განყოფილების უბნის ინსპექტორმა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით უკანონოდ მიისაკუთრა მისთვის კანონიერად მინდობილი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდგომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით გაასაღა ორ პირზე.

გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია უკანონოდ მისაკუთრებული და შემდგომ რეალიზებული ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“, ასევე იმ პირებისგან, ვისზეც მოხდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზება, ამოღებულია უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.

„დაკავებული სამივე პირის მიმართ განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა მათი საცხოვრებელი ბინებისა და პირადი ჩხრეკები.

დაკავებული სამი პირიდან ერთ პირს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს კი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის ზომად 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია