საქართველოს ბანკის, ვინდფორსის და ორგანიზაცია სისხლის უანგარო დონორების ინიციატივა საქართველოსთვის

საქართველოს ბანკმა ორგანიზაცია „სისხლის უანგარო დონორებთან“ და ციფრული შემოქმედებითი სარეკლამო სააგენტო „ვინდფორსთან“ ერთად ახალი კამპანია წამოიწყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი პლატფორმის შექმნით ბანკი პარტნიორებთან ერთად სისხლის პოტენციურ დონორებს საშუალებას აძლევს, დააფიქსირონ მზაობა სხვისი დახმარებისთვის და გაიღონ სისხლი, როცა ეს სასიცოცხლოდ არის საჭირო.

თავიდან ინიციატივა 8400 თანამშრომელს, მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ერთმანეთისა და სხვების დასახმარებლად აერთიანებდა. თუმცა, პროექტმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და მასში ჩართვა უკვე ნებისმიერ მსრუველს შეუძლია.

რა არის საჭირო რომ გახდეთ დონორი?

უნდა დარეგისტრირდეთ პლატფორმაზე https://blooddonors.bog.ge/, რითიც დააფიქსირებთ დონაციის სურვილს. სისხლის ჯგუფისა და ლოკაციის გათვალისწინებით კი, საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაცია “სისხლის უანგარო დონორები“ თავად დაგიკავშრდებათ.

„ყველას მოვუწოდებთ, დარეგისტრირდით სისხლის უანგარო დონორების პლატფორმაზე, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, სხვების დახმარებაზე მზაობა დააფიქსიროს. ჩვენს ერთობას უამრავი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“,- ამბობენ საქართველოს ბანკში.

8400 თანამშრომელი, მეგობრები, ოჯახის წევრები ერთისთვის.

საქართველოს ბანკი – საქართველოსთვის

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს