ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილა.

„გუშინ, ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, დღეს კი ორმხრივ ფორმატში, ალასკაზე დაგეგმილი შეხვედრის მოლოდინები განვიხილეთ. ასევე, დეტალურად განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, რაც შეიძლება მდგრადი მშვიდობის ჭეშმარიტი საფუძველი გახდეს, იმ შემთხვევაში, თუ აშშ რუსეთზე ზეწოლას წარმატებით განახორციელებს, რათა მან მკვლელობები შეწყვიტოს და ნამდვილ დიპლომატიაში ჩაერთოს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისა და დრონების წარმოების მხარდამჭერი პროგრამები განიხილა.

„დღის წესრიგში მნიშვნელოვანი საკითხი იყო დრონების წარმოებაში ინვესტიციების ჩადება. წარმოების გასაზრდელად მნიშვნელოვანი პოტენციალი გვაქვს და ამისთვის დაფინანსება გვჭირდება. ამ საკითხზე დიდ ბრიტანეთთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან ვთანამშრომლობთ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს