უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 84 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 84 ადამიანი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინელებს სახლში ვაბრუნებთ. დღეს გათავისუფლებულ სამოქალაქო პირებს შორის რუსების მიერ 2014, 2016 და 2017 წლებიდან დაკავებულები არიან. გათავისუფლებულ სამხედროებს შორის კი მარიუპოლის დამცველები არიან“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დღეს უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 33 სამხედრო და 51 სამოქალაქო პირი დაიბრუნა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღევანდელ გაცვლაში გაწეული დახმარებისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მადლობა გადაუხადა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს