ჯანდაცვის მინისტრი - არაფერი განსაკუთრებული არ ხდება,ზაფხულის სეზონის მოსვლასთან ერთად, გარკვეული ინფექციების გავრცელება მატულობს, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია - სექტორი თავიდან ბოლომდე მზადაა, ნებისმიერ დატვირთვას აუვიდეს

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ზაფხულის სეზონზე გავრცელებული ინფექციების რაოდენობრივი მონაცემები სტანდარტულ ნიშნულზეა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამბულატორიული და ჰოსპიტალური სრულად მზადაა ნებისმიერ დატვირთვას გაუძლოს და მოსახლეობის მოთხოვნა სრულფასოვნად დააკმაყოფილოს.

„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ზაფხულის სეზონის მოსვლასთან ერთად, მატულობს გარკვეული ინფექციების გავრცელება. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. ჩვენ, ბუნებრივია, თვალს ვადევნებთ მონაცემებს და ამ თვალსაზრისით, უნდა ვთქვათ, რომ რაიმე არასტანდარტული ან ისეთი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდეს, სახეზე არ გვაქვს. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ზაფხულის სეზონის დაწყებასთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, სამინისტრომ, იზრუნეს იმისთვის, რომ მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია ყოფილიყო გავრცელებული. ადამიანებს ჰქონოდათ უკეთესი შესაძლებლობა ინფექციებისგან თავის დასაცავად. ჩვენ განვაახლებთ ამ ინფორმაციას კიდევ ერთხელ.

მოწოდება არის ტრადიციული დაწყებული ხელის დაბანის სიხშირით, დამთავრებული ექიმისთვის მიმართვის საჭიროებით, როდესაც გარკვეული სიმპტომები შეიძლება ჩნდებოდეს ინფექციური მოწამვლის და ა.შ. ჰოსპიტალური, ამბულატორიული სექტორი თავიდან ბოლომდე მზადაა, რომ ნებისმიერ დატვირთვას აუვიდეს და მოსახლეობის მოთხოვნა იყოს სრულფასოვნად დაკმაყოფილებული“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი