პროკურორი - ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალდების მხარე შეკვეთითა და ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ორგანიზებას ედავება, ამავდროულად გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები - ვითხოვთ პატიმრობის გამოყენებას

ჩვენი დღევანდელი შუამდგომლობა იქნება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება , - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლო სხდომის დაწყების წინ განაცხადა.

როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, გამოძიება შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

“გამოძიება მიმდინარეობს შეკვეთით და ანგარებით მკვლელობაზე. ძმებ მიქაძეებსა და, აგრეთვე, გიორგი ჯოხაძეს ბრალდების მხარე ედავება შეკვეთითა და ანგარებით ჩადენილი მკვლელობის ორგანიზებას, მაგრამ, ამავდროულად, გრძელდება გამოძიება და გამოძიების ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ჩვენი დღევანდელი შუამდგომლობა, რა თქმა უნდა, იქნება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ სამივე საფუძველი არსებობს, რაც აუცილებელია პატიმრობის გამოყენებისთვის და ამას სასამართლო პროცესზე დავამტკიცებთ”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაკავებულების აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა