სასამართლო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ხუთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ბრალდებულებიდან სამი - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, მამუკა ბაღდავაძე დაკავებულია, ხოლო დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

დღევანდელ სხდომაზე, ყველა მათგანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

პროკურატურა მათ მიმართ ყველაზე მკაცრის, აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. დაცვის მხარე კი მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.

როგორ ცნობილია, საქართველოს პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, გასაღების, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე ბრალდება ხუთ პირს წარუდგინა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა