კეროლინ ლევიტი - არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს

არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება, ლევიტმა უპასუხა, რომ „პრეზიდენტს უამრავი ინსტრუმენტი აქვს, რომლის გამოყენებაც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია“.

„თუმცა, ის ყოველთვის ამბობს, რომ ამ ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს. სწორედ ამას შეეცდება ხვალ. რა თქმა უნდა, არსებობს სანქციები და სხვა ზომები, რომელთა გამოყენებაც პრეზიდენტს შეუძლია, თუ ამის საჭიროება იქნება და არა იმიტომ, რომ ეს სურს“, - განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა