დონალდ ტრამპი - პუტინი შეთანხმებას აპირებს - 25%-იანი შანსია, რომ შეხვედრა არ იქნება წარმატებული

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას წარუმატებლობის 25%-იანი შანსი აქვს. ამის შესახებ მან Fox Radio-სთან საუბარში განაცხადა.

“მჯერა, რომ ის [პუტინი] ახლა დარწმუნებულია, რომ შეთანხმების მიღწევას აპირებს. შეთანხმებას აპირებს. მგონი რომ აპირებს. და ამას ვნახავთ - ძალიან მალე მეცოდინება ეს”, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი მიზანი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად სამმხრივი შეხვედრის მიღწევაა და ამისთვის “სამი სხვადასხვა ლოკაცია” განიხილება, მათ შორის “ალასკაში დარჩენის” ვარიანტიც.

“ცუდი შეხვედრა თუ იქნება - არავის არ დავურეკავ, სახლში წავალ… კარგი შეხვედრა თუ იქნება, პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს დავურეკავ…

ეს შეხვედრა მეორე შეხვედრას აორგანიზებს, მაგრამ არის 25%-იანი შანსი, რომ ეს შეხვედრა წარმატებული არ იქნება”, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა დადებითად უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა ის რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღებას თუ პუტინთა შეხვედრა დადებითად არ ჩაივლის.

პუტინთან ერთობლივი პრესკონფერენციის შესაძლებლობაზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ცალკე პრესკონფერენციას ჩაატარებს, თუ შეხვედრა ცუდად ჩაივლის.

“მექნება პრესკონფერენცია. არ ვიცი თუ იქნება ერთობლივი. არც გვისაუბრია ამაზე. მგონი, კარგი იქნება ერთობლივი გვქონდეს და მერე ცალ-ცალკე. ასე რომ, რაღაც მსგავსი მოხდება. ან შეხვედრა კარგად არ დასრულდება, პრესკონფერენცია მექნება და წავალ. ვაშინგტონში დავბრუნდები”, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პუტინთან შეხვედრა თუ “უარყოფითი” იქნება, ის პრესკონფერენციაზე გამოაცხადებს, რომ “ომი გაგრძელდება”.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა