გიორგი მიქაძე - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმესთან არანაირი შემხებლობა არ მაქვს, არაერთგზის გამაფრთხილეს, რომ დამაკავებდნენ, მაინც არ წავედი, ვარ შეურაცხყოფილი, ვითხოვ თავისუფლებას

ამ [ლევან ჯანგველაძის მკვლელობის] საქმესთან არ მაქვს არანაირი შემხებლობა, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა გიორგი მიქაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი და კიდევ ოთხი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

„სანამ დამაკავებდნენ, გამაფრთხილეს, არაერთგზის, რომ დამაკავებდნენ, მაინც არ წავედი. ვარ შეურაცხყოფილი. ვითხოვ თავისუფლებას”, - აღნიშნა გიორგი მიქაძემ.

ცნობისთვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებიდან სამი - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, მამუკა ბაღდავაძე დაკავებულები არიან, ხოლო დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ, პროკურატურის ინფორმაციით, მათზე გამოცხადდება ძებნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა