პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ხელშეწყობის მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ხელშეწყობის მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 73 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი” უკანონო რეალიზაციის მიზნით დააფასოეს და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს. სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა ლოკაციიდან და ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას 73 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი” ამოიღეს.

დაკავებულთაგან ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის “ბ” და “ე” და მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლის მე-4 ნაწილით და 19, 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მცდელობა) წარედგინა, რაც ასევე 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო