ადვოკატი - სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება - წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან

დაცვის მხარე გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე და ჩვენს მიერ მოპოვებული იქნება საკმაოდ მყარი და უტყუარი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდება მისი უდანაშაულობა, - ამის შესახებ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის, გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.

ბითაძის თქმით, ჩატარებულია ბალისტიკური ექსპერტიზა და ტყვიის მასრა ამოღებულია, თუმცა, თავად იარაღი ამოღებული არ არის.

“კონკრეტულად სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს ეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, საქმეში არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილია ვიდეო მასალა, რომელიც არის, დაახლოებით, 2021-2022 წლის მასალა, რომელიც საერთოდ კავშირში არ არის ამ საქმესთან და თუ რატომ დაუკავშირეს იმ ფაქტს, რომ სანდრო წივწივაძისგან იყო შეძენილი ეს იარაღი და სწორედ ამ იარაღით იყო მოკლული ჯანგველაძე, ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია.

ბალისტიკური ექსპერტიზა ჩატარებულია და მასრა ამოღებულია, თავად იარაღი ამოღებული არ არის, თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ კონკრეტულად ეს ის მასრა არის, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტს, ამას ნამდვილად გამოვრიცხავ ამ ეტაპისთვის იმიტომ, რომ საქმეში წარმოდგენილი არ არის.

გიორგი ჯოხაძე არ აღიარებს დანაშაულს, რაც არ ჩაუდენია. დაცვის მხარე გააგრძელებს ბრძოლას ბოლომდე და ჩვენს მიერ მოპოვებული იქნება საკმაოდ მყარი და უტყუარი მტკიცებულებები, რითაც დადასტურდება მისი უდანაშაულობა”, - განაცხადა ლიკა ბითაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო