პროკურორი - დაცვის მხარის პოზიცია, რომ საქმეში არ არის მტკიცებულებები, არ შეესაბამება რეალობას - ეს არის შეკვეთით, ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, უძილაურმა ძმებ მიქაძეებთან ერთად დაგეგმა მკვლელობა

ვაკეში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, სასამართლომ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებით კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე,

მისი თქმით, საქმეში წარმოდგენილია მრავალი მტკიცებულება, მათ შორის ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემები, ვიდეოჩანაწერები და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგები.

როგორც ვეფხვაძე აცხადებს, ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული გელა უძილაური ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ ცდილობდა გიორგი ჯოხაძესთან დაკავშირებას.

„კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. არსებობდა საფრთხეები, კერძოდ, ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, რადგან გამოძიება გრძელდება და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობას.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომლებიც აცხადებდნენ, რომ საქმეში არ არის მტკიცებულებები, ეს არ შეესაბამება რეალობას, ეს არის მათი პოზიცია. საქმეში წარმოდგენილია არა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, არამედ გამოთხოვილია ათეულობით ტელეფონის ნომერზე ინტერნეტ ტრაფიკის მონაცემები. დათვალიერებულია არა ერთი სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერები. გამოსახულებისა და ხმის ექსპერტიზები. მათ შორის, ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

გელა უძილაურმა, მას შემდეგ, რაც მკვლელობა ჩაიდინა, გარკვეული მარშრუტი გაიარა. მისი მთავარი მიზანი იყო გიორგი ჯოხაძესთან დაკავშირება. იმ მიზნით, რა მიზნითაც ჯოხაძეს ბრალს ვუყენებთ, რომ ეს არის შეკვეთით, ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება, შესაბამისად, უძილაურმა ძმებ მიქაძეებთან ერთად დაგეგმა მკვლელობის განხორციელება. ამის შემდეგ გელა უძილაურს სურს კონტაქტი დაამყაროს გიორგი ჯოხაძესთან, რა მიზნითაც ის ტელეფონზეც უკავშირდება, სოციალურ ქსელ WhatsApp-ზე მიქაძის ნათესავის სამსახურთანაც მიდის, რომ გიორგი ჯოხაძე როგორმე იპოვოს“, - განაცხადა პროკურორმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო