ანდრეი სიბიგა - მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ შეიძლება იყოს პროდუქტიული

უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების პოზიცია მშვიდობის გზაზე პრინციპული და ნათელია: მისი განსაზღვრა უკრაინის გარეშე შეუძლებელია და მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის შემდეგ შეიძლება იყოს პროდუქტიული, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი განცხადებით, არავის სურს მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელებსა და ევროპელებს, რუსეთის მიზანი კი ომია.

„არავის სურს მშვიდობა უკრაინელებზე მეტად. არავის სურს მშვიდობა ევროპელებზე მეტად. თუმცა, რუსეთი თავის მთავარ მიზანს ომის წარმოებაში ხედავს. რუსეთი უპირატესობას ანიჭებს ახალი კედლების აშენებას ჩვენს გზაზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. მას სურს ჩვენი თავისუფლების წართმევა.

„მიუხედავად ამისა, დემოკრატიების ტრანსატლანტიკური ერთიანობა უფრო ძლიერია, ვიდრე რუსული იმპერიალიზმი და სწორედ ჩვენი საერთო ტრანსატლანტიკური ძალის მეშვეობით შეგვიძლია მივაღწიოთ ღირსეულ მშვიდობას, რომელიც საიმედო უსაფრთხოებაზეა აგებული“, - წერს სიბიგა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო