ჯო უისლონი - სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობა უზარმაზარი ნაბიჯია, მაგრამ სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებას განახორციელებს

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი იკვეხნის საკუთარი პროპაგანდისტული სადგურით, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან ენერგეტიკულ „ინვესტიციებს“ ცდილობს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უისლონი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი განცხადებით, ჩინეთი ცდილობს, აშშ-ს „შუა დერეფანი“ გამოუკეტოს.

„სომხეთ-აზერბაიჯანის მშვიდობა უზარმაზარი ნაბიჯია, მაგრამ სამხრეთ კავკასიის მშვიდობა და კეთილდღეობა საფრთხეშია, თუ ჩინეთი საქართველოზე დომინირებას განახორციებს!“- წერს უილსონი.

ამერიკელი კონგრესმენი ეხმაურება ინფორმაციას, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ჩინური ენერგეტიკული კომპანია Zhongbo Group-ი საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს განიხილავს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა