Alibaba.com-ზე ქართული კომპანიების განთავსება იწყება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის წამყვან B2B პლატფორმაზე - Alibaba.com ქართული კომპანიების განთავსება იწყება.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, პირველ ეტაპზე, პლატფორმაზე 50-მდე ქართული კომპანიის რეგისტრაცია იგეგმება.

„სააგენტო სრულად დაფარავს წლიურ საწევრო გადასახადს და პროდუქციის პოპულარიზაციისა და პლატფორმაზე განთავსებასთან დაკავშირებულ სხვა ხარჯებს. ქართული კომპანიები ისარგებლებენ ე.წ. Global Gold Supplier-ის სტატუსით - ერთგვარი ვერიფიკაციით, რომელიც ზრდის კომპანიებისადმი ნდობას და პოტენციურ მყიდველებს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

Alibaba.com-ზე განთავსება ქართულ კომპანიებს მისცემს უნიკალურ შესაძლებლობას გავიდნენ გლობალურ ბაზარზე, მოიზიდონ საერთაშორისო პარტნიორები და გაზარდონ ექსპორტი.

პლატფორმაზე განსათავსებლად კომპანიების შერჩევა 2 ეტაპად ხორციელდება: პირველ ეტაპზე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ელექტრონულ პლატფორმაზე (tradewithgeorgia.com) წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ქულების მქონე კომპანიების რანჟირება/შერჩევა მოხდა. მეორე ეტაპზე კი, Alibaba.com-ის გუნდისთვის წარდგენილი კომპანიები დამატებით ვერიფიკაციას გაივლიან. შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, სააგენტოს მხარდაჭერით მოხდება კომპანიების გადამზადება, რის შემდეგაც მათი პლატფორმაზე განთავსება დაიწყება.

უახლოეს პერიოდში იგეგმება Alibaba.com-ის გუნდის ვიზიტი საქართველოში, რომლის ფარგლებშიც, ელექტრონული კომერციის წამყვანი პლატფორმის წარმომადგენლები ქართულ პროდუქციას გაეცნობიან.

Alibaba.com 1999 წელს დაარსდა. ელექტრონული კომერციის წამყვანი B2B პლატფორმა მყიდველებსა და მომწოდებლებს მსოფლიოს 200 ქვეყანასა და რეგიონში ემსახურება. პლატფორმა კომერციის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, რაც ბიზნესებს გლობალურ ბაზარზე გასვლაში, ხოლო მყიდველებს — პროდუქციის აღმოჩენაში, მომწოდებლების პოვნასა და შეკვეთების სწრაფად და ეფექტიანად განთავსებაში ეხმარება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია