ფრიდრიხ მერცი - დღეს რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, სერიოზულად მოეკიდოს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესახებ.

„დღეს რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები“, - აღნიშნულია გერმანიის მთავრობის მეთაურის ოფიციალურ განცხადებაში.

მერცის თქმით, დღეს ალასკაში ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრის მთავარი მიზანი სამიტია, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწრება.

„ველით, რომ პრეზიდენტი პუტინი სერიოზულად მიიღებს პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას მოლაპარაკებების შესახებ და ალასკაში შეხვედრის შემდეგ უკრაინასთან მოლაპარაკებებს უპირობოდ დაიწყებს“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მერცის თქმით, ტერიტორიული საკითხების მოგვარება მხოლოდ უკრაინელების თანხმობით არის შესაძლებელი.

„ეს შეტყობინებები პრეზიდენტ ტრამპს ანკორიჯში გამგზავრებამდე ნათლად და ერთსულოვნად გადავეცით. მასთან კონტაქტს კვლავ ვაგრძელებ. პრეზიდენტ ტრამპს შეუძლია მშვიდობის დამყარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს