შიიტი მუსლიმები ალ-არბაინის დღეს აღნიშნავენ

შიიტი მუსლიმები ალ-არბაინის დღეს აღნიშნავენ. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

კერძოდ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დღეს შიიტი მუსლიმები აღნიშნავენ იმამ ჰუსეინ იბნ ალის (მეოთხე ხალიფა ალის შვილი, წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილი) და მისი თანამოაზრეების, 680 წელს (ჰიჯრის 61 წელი) ტრაგიკული გარდაცვალების დღიდან მეორმოცე დღეს („ალ-არბაინს)."

„ალ-არბაინთან" დაკავშირებით შიიტი მუსლიმები ატარებენ სამგლოვიარო ცერემონიებს, იხსენებენ იმამ ჰუსეინს და მის თანამოაზრეებს, კითხულობენ მათი სულების მოსახსენიებელ ლოცვებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა