პროკურორი - როდესაც ნიკა კაციას ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო, აგრესიული გახდა და პოლიციელების მოშორებას ცდილობდა, თეთრი ფერის ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს, ამის შემდეგ კი ის დაწყნარდა - კაცია ინახავდა კოკაინს

როდესაც ნიკუშა კაციას პირადი ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ უწყების თანამშრომლებს, ის აგრესიული გახდა და ხელების მოძრაობით პოლიციელების მოშორებას ცდილობდა - თანამშრომლებმა თეთრი ფერის ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს, ამის შემდეგ კი ის დაწყნარდა, - ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკუშა კაციას საქმის პროკურორმა, ნუგზარ ჭიტაძემ საბოლოო სიტყვის თქმის დროს განაცხადა.

მისი თქმით, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად იყო შესაძლებელი ვიდეო გადაღება, ან ნეიტრალური მოწმის მოძიება, რადგან როგორც პროკურორი აცხადებს, ნიკუშა კაცია ჩხრეკის მომენტში აგრესიული იყო, ასევე იმ პერიოდის განმავლობაში ტერიტორიაზე არავინ გადაადგილდებოდა.

პროკურორმა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება არ არსებობს, საქმეში არსებული პოლიციელების ჩვენებების სანდოობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ნიკა კაციამ უკანონოდ შეიძინა და პირადად ინახავდა კოკაინს, რომელიც ამოღებულია პოლიციელების მიერ. ეს კი იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომელიც აღნიშნულ საქმეში არსებობს.

სასამართლოში დაიკითხა შსს-ს თანამშრომელი პაატა მჭედლიშვილი, რომელმაც კონფიდენციალური ინფორმაცია მიიღო, რომ ნიკა კაცია ნარკოტიკული ნივთიერების - კოკაინის მომხმარებელი იყო და ნივთიერებას თავადაც ფლობდა. ეს ინფორმაცია კი მან სანდოობაზე გადაამოწმა.

მეორე მოწმე, ემირ კიპრავამ კი გამოჰკითხა პაატა მჭედლიშვილი. ამის შემდეგ ის სახლის ჩხრეკისთვის გაემართა. მისი თქმით, როდესაც სახლში მივიდნენ, ნიკა კაციას საცხოვრებელ ბინაში დედამისი იმყოფებოდა, თუმცა კარის სახელურის დაზიანების გამო კარები ვერ გააღეს. რადგან კარების გაღება დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა, უკან გამობრუნდნენ.

როდესაც ნიკუშა კაციას პირადი ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ უწყების თანამშრომლებს, ის აგრესიული გახდა და ხელების მოძრაობით პოლიციელების მოშორებას ცდილობდა. ისინი იძულებულები გახდნენ, რომ ნიკუშა კაცია ავტომობილში უკანა სავარძელში ჩაესვათ, მას ორივე მხრიდან პოლიციის თანამშრომლები ესხდნენ. მანქანაში წინააღმდეგობის მიუხედავად, თანამშრომლებმა თეთრი ფერის ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს, ამის შემდეგ კი ის დაწყნარდა. რადგან ნიკუშა კაცია აგრესიული იყო, ვერ მოხერხდა ვიდეო გადაღება, ერთი ხელით მას აკავებდნენ და მეორე ხელით ჩხრეკდნენ. ასევე, ტერიტორიაზე არავინ გადაადგილდებოდა, რომ ნეიტრალური მოწმეს პროცესს დასწრებოდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, თანამშრომელმა ნეიტრალური მოწმის მოძებნის მიზნით, ერთ-ერთ კარზე დააკაკუნა, თუმცა არავინ გამოეხმაურა. ჩხრეკას ნიკუშა კაცია ხელმოწერით ადასტურებს",- განაცხადა ნუგზარ ჭიტაძემ.

ინფორმაციისთვის, შემდეგი სასამართლო პროცესი 26 აგვისტოს, 15:00 საათზე ჩაინიშნა, სადაც საბოლოო სიტყვის უფლებით უკვე დაცვის მხარე ისარგებლებს.

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის