პროკურატურა დავით ხომერიკის განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აფეთქების მომზადებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით აფეთქების მომზადებაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა დავით ხომერიკის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხომერიკის მიერ დამზადებული “მოლოტოვის კოქტეილები” 2024 წლის 2 დეკემბერს აღმოაჩინეს.

“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს პარლამენტთან და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2024 წლის 28 ნოემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, აქციის მონაწილე ბრალდებულმა გადაწყვიტა, დაემზადებინა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობა ე.წ “მოლოტოვის კოქტეილები”, რომელსაც საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გამოიყენებდა, რაც გამოიწვევდა მნიშვნელოვან ქონებრივ ზიანს და სხვა მძიმე შედეგებს. მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა შექმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში მოწყობილობის განთავსების და აფეთქების პირობები, აღნიშნული მოწყობილობები 2024 წლის 2 დეკემბერს, აღმოჩენილი იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, რითაც აღიკვეთა მძიმე დანაშაული.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18,229-ე მუხლის პირველი ნაწილით (აფეთქების მომზადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო