BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) 27-31 ოქტომბერს, სტუდენტებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით, ინოვაციურ საგანმანათლებლო ბანაკს – "AI ბანაკი სტუდენტებისთვის – XR და მომავლის ტექნოლოგიები" გამართავს. პროექტი შეიქმნა 2025 წელს განხორციელებული მოსწავლეთა AI წიგნიერების ბანაკების საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკების გათვალისწინებით, გერმანელ პარტნიორებთან თანამშრომლობით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) მხარდაჭერით.

BTU-ს მიერ სრულად დაფინანსებული ბანაკი მიზნად ისახავს უკვე გარკვეული ცოდნით აღჭურვილი სტუდენტების პროფესიული და ტექნოლოგიური კომპეტენციების გაღრმავებას. მონაწილეები გაეცნობიან ხელოვნური ინტელექტის მოწინავე პრინციპებს, გაფართოებული და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებს, კომპიუტერულ ხედვას, აპლიკაციებს, ეთიკურ საკითხებსა და სიღრმისეულ კვლევებს.

ბანაკის პროგრამა მოიცავს:

  • პრაქტიკულ ვორქშოფებს;
  • ვირტუალური და გაფართოებული რეალობის სესიებს წამყვანი გერმანელი პროფესორების და ექსპერტების ჩართულობით;
  • ინტერაქტიულ შეხვედრებსა და დისკუსიებს.

მონაწილეები განივითარებენ კრიტიკულ აზროვნებას, ინოვაციურ მიდგომებსა და მომავლის ტექნოლოგიების სფეროში საჭირო სხვა უნარებს, რაც მათ კონკურენტულ უპირატესობას მიანიჭებს თანამედროვე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ გარემოში.

პროექტის სამიზნე აუდიტორია – ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით. ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 30 შერჩეული სტუდენტი.

ბანაკის ლოკაციები:

  • Rooms Hotel Kazbegi
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

პროექტის ამოცანებია:

  • მონაწილეებისთვის ყოვლისმომცველი ცოდნის მიცემა AI, ვირტუალური და გაფართოებული რეალობის შესახებ
  • ამ ტექნოლოგიების როლისა და გავლენის გააზრება
  • AI-ს უსაფრთხო და ეთიკური გამოყენების პრაქტიკის დამკვიდრება
  • სტუდენტების მომზადება მომავლის ტექნოლოგიურ და სოციალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად

პარტნიორები და მხარდამჭერები:

  • გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD)
  • University of Applied Sciences Zwickau (გერმანია)
  • საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA)
  • გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)

რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე

ბოლო ვადა: 15 სექტემბერი, 2025

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს