მიხეილ ჯანელიძე დავით ხომერიკის განაჩენზე - ერთი კაცის სურვილებზე და ახირებებზე ჩამოკიდებულ სამართალს მივყავართ ლავროვის და პუტინის საოცნებო СССР-ში მხოლოდ

სიტყვები უძლურია იმ ემოციის გამოსახატად, რასაც იწვევს ჩემში ეს უსამართლობა, - ასე შეაფასა საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა ვიცე-პრემიერმა, მიხეილ ჯანელიძემ დავით ხომერიკის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი.

როგორც ჯანელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, „ერთი კაცის სურვილებზე და ახირებებზე ჩამოკიდებულ სამართალს მივყავართ ლავროვისა და პუტინის საოცნებო СССР-ში“

„ბევრი ვწერე და წავშალე, სიტყვები უძლურია იმ ემოციის გამოსახატად, რასაც იწვევს ჩემში ეს უსამართლობა…

ვერც საზოგადოებად შევდგებით, და მითუმეტეს, ვერც სახელმწიფოდ, სანამ არ გვექნება სამართლიანობა ქვეყანაში.

ერთი კაცის სურვილებზე და ახირებებზე ჩამოკიდებულ სამართალს მივყავართ ლავროვის და პუტინის საოცნებო СССР-ში მხოლოდ”, - წერს მიხეილ ჯანელიძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ, მიმდინარე აქციების ფარგლებში აფეთქების მომზადების ბრალდებით დაკავებული დავით ხომერიკი დამნაშავედ ცნო და 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს