ირაკლი კობახიძე პლებისციტის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივაზე - პირველ რიგში, საზოგადოებას უნდა ვკითხოთ ყველაფერი, როცა მიიღება გადაწყვეტილება, თუმცა, ამ კონკრეტულ თემაზე დღეს გამიჭირდება კომენტარის გაკეთება

ზოგადად, გამოკითხვა ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება ჩატარდეს. არ ვიცი, კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით მე არ მაქვს პოზიცია. პირველ რიგში, საზოგადოებას უნდა ვკითხოთ ყველაფერი, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, თუმცა, ამ კონკრეტულ თემაზე დღეს გამიჭირდება რაიმე კომენტარის გაკეთება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” ინიციატივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პლებისციტის იდეას მოიაზრებს ადგილობრივი არჩევნების პარალელურად.

ამასთან, მისი თქმით, ევროინტეგრაციის სანაცვლოდ ულტიმატუმებით არ უნდა საუბრობდნენ ევროპელი პარტნიორები.

„ზოგადად, ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ულტიმატუმები, როდესაც ერთ მხარეს გიყენებენ ტრადიციულ ფასეულობებს, ოჯახურ ღირებულებებს, არასრულწლოვანთა ინტერესებს და მეორე მხარეს ევროინტეგრაციას. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ასეთი დილემებით უნდა ესაუბრებოდნენ ჩვენს საზოგადოებას, რომ ან უარი უნდა თქვა ევროინტეგრაციაზე ან უარი უნდა თქვა ტრადიციულ ფასეულობებზე - ეს არ არის სწორი დილემა და ჯანსაღი დილემა, შესაბამისად, საკითხი, თავისთავად, აქტუალურია.

ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ტენდენციებია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყველა თვალსაზრისით, მათ შორის, როგორ აისახება პროპაგანდა სტატისტიკაზე ნეგატიური მიმართულებით. ბუნებრივია, ჩვენ გვჭირდება ამის პრევენცია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ამას ემსახურებოდა ამ კანონების მიღება. თუ ეს კანონები არ არის აქტუალური და რელევანტური, მაშინ რატომ დარდობენ ამ კანონების მიღების გამო? სინამდვილეში, ეს კანონები არის ეფექტიანი და ეს კანონი ეფექტიანად უზრუნველყოფს რისკების პრევენციას და სწორედ ამიტომ დარდობენ ის ძალები და ადამიანები, რომლებიც საქართველოში აწარმოებენ მანკიერ პროპაგანდას და არა მარტო საქართველოში, ამიტომ, ეს კანონები უნდა დარჩეს ძალაში”, - განაცხადა კობახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია