დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ალასკაში იმყოფებიან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ალასკაში იმყოფებიან. ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შეხვდნენ. თვითმფრინავებიდან გამოსვლის შემდეგ ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. მათ ჟურნალისტების კითხვებს პასუხი არ გასცეს. პუტინს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, შეწყვეტს თუ არა ის სამოქალაქო პირების მკვლელობებს, რაზეც პუტინმა ჟესტით უპასუხა, რომ თითქოს კითხვა ვერ გაიგო.

აეროდრომიდან ტრამპი და პუტინი ერთი ავტომობილით გაემგზავრნენ.

დახვედრის ცერემონიის შემდეგ შეხვედრა დაიწყება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა