დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა დასრულდა

კრემლის ინფორმაციით, ალასკაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ვიწრო ფორმატის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა სამი-სამზე ფორმატში ჩატარდა და დაახლოებით 3 საათი გაგრძელდა.

ტრამპთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და სპეცწარმომადგენელი, სტივ უიტკოფი. პუტინის გვერდით კი იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პუტინის თანაშემწე იური უშაკოვი.

მანამდე ტრამპი და პუტინი ერთმანეთს ანკორიჯში მდებარე ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე შეხვდნენ. თვითმფრინავებიდან გამოსვლის შემდეგ ლიდერებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. აეროდრომიდან ტრამპი და პუტინი ერთი ავტომობილით გაემგზავრნენ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია