ვოლოდიმირ ზელენსკი - მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის ჩატარების შესახებ - ორშაბათს ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები

ვოლოდიმირ ზელენსკი ორშაბათს ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„პრეზიდენტ ტრამპთან ხანგრძლივი და შინაარსიანი საუბარი გვქონდა. სანამ ევროპელი ლიდერები შემოგვიერთდებოდნენ, ჩვენ პირისპირ საუბრით დავიწყეთ. ეს ზარი საათ ნახევარზე მეტ ხანს გაგრძელდა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპთან ორმხრივი საუბარი ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის ძირითადი საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის წინადადებას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი შეხვედრის ჩატარების შესახებ. ორშაბათს პრეზიდენტ ტრამპს ვაშინგტონში შევხვდები, რათა დეტალურად განვიხილოთ მკვლელობებისა და ომის დასრულებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი. მოწვევისთვის მადლობელი ვარ“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!