საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „მსურველთა კოალიციის“ ლიდერები ხვალ შეხვედრას გამართავენ

„მსურველთა კოალიციის“ ლიდერები ხვალ შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე „მსურველთა კოალიციის“ ლიდერები ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უხელმძღვანელებენ.

მანამდე, ევროპელ ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის „ნებისმიერ ხანგრძლივ მშვიდობას თან უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები უნდა ახლდეს“.

„ამ მხრივ, თავისი წვლილის შესატანად აშშ-ს მზადყოფნას მივესალმები. მნიშვნელოვანია, ბოლო 30 წლის განმავლობაში მიღებული გაკვეთილები გამოვიყენოთ, განსაკუთრებით რუსეთის კარგად ცნობილი ტენდენციიდან, რომლითაც იგი ვალდებულებებს არ ასრულებს. საფრანგეთი უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას“, - აცხადებს ემანუელ მაკრონი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს