ლევან ხაბეიშვილი - სოლიდარობა დაკავებულებს და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია

სოლიდარობა დაკავებულებს და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია!, - წერს „ნაციონალური მოძრაობის“­ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმაურება შსს-ს ინფორმაციას, რომლის თანახმად, 1-ელ აგვისტოს რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს და პოლიციამ ორი პირი დააკავა.

ხაბეიშვილის თქმით, აღნიშნული „საქმის შეკერვა“ არის პრევენცია და მუქარა ხალხისთვის, რომ მათ დაიჭერენ.

„პანჩური ტიტუშკას" - საქმეზე დაკავება და სისხლის სამართლის საქმის შეკერვა, რეალურად არის პრევენცია, რომ ქუჩაში ვინმე ჩინოვნიკს არ „მოხვდეს“ ხალხისგან იგივე.

ხალხში ვერ გამოდიან მწამებელი, მარბიელი, ანწუხელიძის დამამცირებელი, რუსული გავლენის აგენტი - კოლექტიური ქოცდეპუტატები, თანამდებობის პირები და ამ დაკავებით „მესიჯს“ უგზავნიან ხალხს, რომ - „არ მოგვეკაროთ…“

რეალურად, ეს გზავნილი არის საკუთარი მეზობლებისთვის, თანასოფლელებისთვის, უბნის მარკეტის თანამშრომლებისთვის და იმ ხალხისთვის, ვისაც ყოველდღიურად ნახულობენ და გრძნობენ ნეგატიურ დამოკიდებულებას. მათ დაემუქრნენ, რომ - "დაგიჭერთ! დაგაპატიმრებთ!", რაც შიშის კლასიკური გამოვლინებაა!!! სოლიდარობა დაკავებულებს და უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია! გავიმარჯვოთ და ეს გამარჯვება ძალიან ახლოსაა - 4 ოქტომბერს, ყველა ქუჩაში“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია