ისრაელის არმია მოსახლეობის სამხრეთ ღაზაში ევაკუაციისთვის ემზადება

ღაზას მცხოვრებლებს დღეიდან კარვებითა და თავშესაფრის სხვა აღჭურვილობით უზრუნველყოფენ, სანამ ისინი, საკუთარი უსაფრთხოების მიზნით, საბრძოლო ზონებიდან ანკლავის სამხრეთით გადაინაცვლებენ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

თავდაცვის ძალების ცნობით, თავშესაფრის აღჭურვილობას ღაზას სამხრეთ ნაწილში გაერო-ს და სხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლები კერემ შალომის გადასასვლელის მეშვეობით გადაიტანენ მას შემდეგ, რაც ტვირთს ისრაელის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შეამოწმებენ.

ღაზას მცხოვრებლებისთვის თავშესაფრის აღჭურვილობის მიწოდების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ისრაელმა განაცხადა, რომ აპირებდა ახალი შეტევის დაწყებას ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ურბანულ ცენტრზე, ქალაქ ღაზაზე კონტროლის მოსაპოვებლად.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გასულ კვირას განაცხადა, რომ შეტევის დაწყებამდე მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ქალაქ ღაზადან, რომელიც, მისი თქმით, „ჰამასის“ უკანასკნელი პლაცდარმია, უსაფრთხო ზონებში მოხდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს