Reuters - ვლადიმერ პუტინის მიერ ალასკის სამიტზე წარდგენილი მოთხოვნები ტერიტორიებს, სანქციებსა და უკრაინაში რუსული ენის ოფიციალურ სტატუსს ეხება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მიერ ალასკის სამიტზე განხილული სამშვიდობო წინადადების თანახმად, რუსეთი დათმობს ოკუპირებული უკრაინის მცირე ნაწილს, ხოლო კიევი - აღმოსავლეთის ტერიტორიებს, რომელთა დაკავებაც მოსკოვს არ შეუძლია, - ინფორმაციას Reuters-ი მოსკოვის გეგმების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნები ტერიტორიებს, სანქციებსა და უკრაინაში რუსული ენის ოფიციალურ სტატუსს ეხება.

პუტინის ძირითადი მოთხოვნების თანახმად, უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს; რუსეთი სამხრეთით (ხერსონი, ზაპოროჟიე) ფრონტის ხაზს გაყინავს; მოსკოვი კიევს ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებს დაუბრუნებს; უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ „უსაფრთხოების გარანტიებს“ მიიღებს.

ამასთან, პუტინი ითხოვს ყირიმის „სუვერენიტეტის“ ოფიციალურ აღიარებას, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის მოხსნას, უკრაინაში რუსული ენისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს