მამუკა მდინარაძე - ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი: იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში? - დიახ, არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი სახელმწიფო

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი: იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში? - დიახ, არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი სახელმწიფო და რომ არა ჩვენი სიმტკიცე, დღეს საქართველოსგან ნანგრევები იქნებოდა დარჩენილი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.

მისი თქმით, ყველა „აგენტმა, რომელიც რეალურად საქართველოს ომში ექაჩებოდა, რომელიც ამბობდა, რომ არანაირი ომისა და მშვიდობის დილემა არ არსებობს“, რომელმაც არჩევნების წინა დღეს „სააკაშვილი საქართველოში გადატრიალების მოსაწყობად შემოაპარა“, რომელმაც ომის მიმდინარეობის პარალელურად ქვეყანაში რევოლუციური გეგმები დასახა და ძალადობრივი აქციები დააორგანიზა - პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე!“.

„მშვიდობის ძიებაში“ - ეს მთავარი სლოგანი წარმოუდგინეს მსოფლიოს ორი ბირთვული სახელმწიფოს, აშშ-სა და რუსეთის ლიდერებმა და მთავარ გამოწვევად სწორედ მშვიდობის დამყარება გამოაცხადეს.

ჩვენ გაცილებით ადრე, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, ქართულ საზოგადოებას თამამად ვუთხარით, რომ ჩვენი ხელისუფლება და ქვეყანა არაფორმალურმა, ჩრდილოვანმა ძალებმა, მათ მიერ მართული ბიუროკრატების ხელით, სწორედ ომისა და მშვიდობის დილემის წინაშე დააყენეს. მათივე უსიტყვო მორჩილებაში მყოფმა რადიკალურმა ოპოზიციამ, ეგრეთ წოდებულმა მედიამ და NGO სექტორმა კი სცადა ეს ყველაფერი „ცრუ დილემად” წარმოეჩინა ქართული საზოგადოებისთვის.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი:

იყო თუ არა ეს ომი პროქსი ომი?

დიახ, ეს იყო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით. ეს ფაქტი თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.

იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში?

დიახ, არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი სახელმწიფო და რომ არა ჩვენი სიმტკიცე, დღეს საქართველოსგან ნანგრევები იქნებოდა დარჩენილი.

შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება?

დიახ, ამერიკელებიც და რუსებიც, ლიდერების დონეზე თანხმდებიან, რომ ეს ომი არ მოხდებოდა, თანამდებობაზე ტრამპი (ანუ შესაბამისი პოლიტიკური ნება) რომ ყოფილიყო.

იყო თუ არა ომისა და მშვიდობის დილემა რეალური?

რა თქმა უნდა, ეს იყო მთავარი დილემა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა და ჩვენ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება, ქვეყანა და ასიათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაგვერჩინა. ამაში მძიმე პოლიტიკური ფასიც გადავიხადეთ.

ამიტომ, ყველა იმ აგენტმა, რომელიც რეალურად საქართველოს ომში ექაჩებოდა, რომელიც ამბობდა, რომ არანაირი ომისა და მშვიდობის დილემა არ არსებობს, რომელმაც არჩევნების წინა დღეს სააკაშვილი საქართველოში გადატრიალების მოსაწყობად შემოაპარა, რომელმაც ომის მიმდინარეობის პარალელურად ქვეყანაში რევოლუციური გეგმები დასახა და ძალადობრივი აქციები დააორგანიზა - პასუხი უნდა აგოს ქართველი ხალხის წინაშე!

საზოგადოების ის ნებისმიერი წევრი, რომელიც ჯერ კიდევ მათ უჭერს მხარს, ახლა მაინც უნდა დაფიქრდეს, როგორ ხდება, რომ დღემდე იმ ადამიანებს ემხრობა, რომელთა გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ცოცხალიც კი აღარ ყოფილიყო?!“, - წერს მდინარაძე „ფეისბუქზე“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან