ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რომ პრაქტიკაში იმუშაოს ნატო-ს მეხუთე მუხლის მსგავსად - უკრაინის კონსტიტუციით ტერიტორიების გაცვლა შეუძლებელია

პუტინს ბევრი მოთხოვნა აქვს, მაგრამ ჩვენ ყველა არ ვიცით, ყველა მათგანის განხილვას დრო დასჭირდება, თუ იმდენი მოთხოვნა იქნება, რამდენიც მოვისმინეთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიუსელში, ევროკომისიის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამის გაკეთება ახლა, საბრძოლო ზეწოლის ქვეშ შეუძლებელია, ამიტომ საბოლოო შეთანხმების სწრაფად მისაღწევად ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო. შედეგად, აუცილებელია „რეალური მოლაპარაკებები“, რომელიც დაიწყება იქ, სადაც ამჟამად ფრონტის ხაზია.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის კონსტიტუცია შეუძლებელს ხდის ტერიტორიების დათმობას და ეს საკითხი სამმხრივ სამიტზე მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა უნდა განიხილონ.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აშშ, ევროპის მსგავსად, დათანხმდეს უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზებას.

„ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება, რათა პრაქტიკაში იმუშაოს ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავსად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს მიიჩნევს ის მიზანშეწონილად, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ესმის, უსაფრთხოების გარანტიების დაფინანსება მხოლოდ ევროპის მიერ შეიძლება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ისეთი რამ, რისი უზრუნველყოფაც აშშ-ს შეუძლია.

მისივე თქმით, უკრაინას ასევე სჭირდება გარანტია, რომ რუსეთი მის ოკუპაციას არ გააგრძელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ იმედი აქვს, თეთრი სახლის ვიზიტი პროდუქტიული იქნება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს