სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ პუტინი დათანხმდა, აშშ-მა უზრუნველყოს უკრაინა უსაფრთხოების მყარი გარანტიებით

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა, აშშ-მა უზრუნველყოს უკრაინა უსაფრთხოების მყარი გარანტიებით.

კერძოდ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა ალასკაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, პუტინი დათანხმდა, რომ აშშ-მა უკრაინა უზრუნველყოს „უსაფრთხოების მყარი გარანტიებით, რასაც მე თამაშის წესების შეცვლას დავარქმევდი“.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ შეერთებულ შტატებს და სხვა ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ, ეფექტურად შესთავაზონ მე-5 მუხლის მსგავსი ფორმულირება უსაფრთხოების გარანტიის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა უიტკოფმა.

როგორც მედია წერს, პუტინი კატეგორიულად ეწინააღმდეგება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას და უიტკოფი ამბობს, რომ ეს შეთანხმება შეიძლება იყოს ალტერნატივა, თუ „უკრაინელები ამას შეეგუებიან“.

უიტკოფი მიიჩნევს, რომ ორშაბათს ვაშინგტონში შეხვედრა პროდუქტიული იქნება.

როგორც ცნობილია ორშაბათს ვაშინგტონის შეხვედრაში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ევროპელი ლიდერები და ნატო-ს გენერალური მდივანი მიიღებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს