ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე - თუ დღეს ძლიერები არ ვიქნებით, ხვალ ძვირს გადავიხდით

ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიულ დისკუსიებში მონაწილეობა უკრაინის გარეშე. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებს ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განუცახადა.

მაკრონის თქმით, ჯგუფმა ორ საათზე ცოტა მეტი ისაუბრა იმ პრიორიტეტებზე, რომელთა განხილვასაც ისინი ხვალ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დროს გეგმავენ.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მათ სურთ ტრამპს შეახსენონ, „რა აერთიანებს აშშ-ს, უკრაინას და ევროკავშირს“ .

„ჩვენ არ შეგვიძლია ტერიტორიულ დისკუსიებში მონაწილეობა უკრაინის წარმომადგენლების გარეშე.

ჩვენი გეგმაა, წარმოვადგინოთ ერთიანი ხაზი, გავიმეოროთ, ვინ არის მშვიდობისა და საერთაშორისო სამართლის მხარეს“, - აცხადებს მაკრონი.

ასევე, მან უპასუხა კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, სურს უკრაინაში ომის დასრულება და განაცხადა: „არა“.

მაკრონი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უკრაინას ძლიერი არმია სჭირდება.

ასევე მან ისაუბრა უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტშიც და თქვა:

„თუ დღეს ძლიერები არ ვიქნებით, ხვალ ძვირს გადავიხდით“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს