„მსურველთა კოალიცია“ მზადაა, უკრაინაში, საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე, ძალები განალაგოს

“მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, საომარი მოქმედებების შეწყვეტისთანავე უკრაინაში მხარდაჭერის ძალები განალაგოს, ასევე, ხელი შეუწყოს უკრაინის საჰაერო და საზღვაო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც კოალიციის თანათავმჯდომარეებმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გაავრცელეს, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.

„ლიდერები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ უკრაინის მხარდაჭერა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯები პრეზიდენტ ტრამპისა და პრეზიდენტ პუტინის ალასკაში შეხვედრის შემდეგ. ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მხარდაჭერა და შეაქეს პრეზიდენტ ზელენსკის სურვილი სამართლიან და მდგრად მშვიდობასთან დაკავშირებით მაშინ, როცა ის ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპთან შემდგომი კონსულტაციებისთვის ემზადება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი ხაზს უსვამენ, რომ კოალიციის ლიდერები ასევე მიესალმნენ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთგულებას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემასთან დაკავშირებით, რაშიც, მათი მტკიცებით, კოალიცია სასიცოცხლო როლს შეასრულებს „მრავალეროვნული ძალების“ მეშვეობით.

„მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი მზადყოფნას, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ განალაგონ მხარდაჭერის ძალები, რათა ხელი შეუწყონ უკრაინის ცისა და ზღვის უსაფრთხოებას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ასევე აცნობეს ლიდერებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრისთვის ვაშინგტონში გაემგზავრებიან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს